← სიახლეებზე დაბრუნება

სტუმარი პრომეთეში

8 ოქტომბერი, 2024

სტუმარი პრომეთეში
📣 კანტის აკადემიის თანადამფუძნებელის,დირექტორისა და ანტრეპრენიორ მარეხ გვარამაძის შეხვედრა სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს” მოსწავლეებთან.

🗳️ სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს დესპანთა გაერთიანების პირველი პრეზიდენტი და აქტიური კანტელი ნუცა სამხარაძე თავის საარჩევნო კამპანიაში პრომეთელებს კანტის აკადემიის სკოლაში მოწვევას და მასთან თანამშრომლობას შეპირდა.

🎤 მან  დანაპირები პირნათლად შეასრულა  და შეხვედრა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შედგა სააქტო დარბაზში.

🗣️ შეხვედრისას ქალბატონმა მარეხმა ისაუბრა კანტის აკადემიაზე, მის მიზანსა და პროგრამებზე. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო კომუნიკაციასა და კითხვა - პასუხის რეჟიმს კანტის ცნობილ შეკითხვაზე: ,,ვინ ვარ მე?”, რასაც შემდეგ მოჰყვა ორმხრივი დისკუსია ადამიანის თვითშეცნობისა და განვითარების მნიშვნელობაზე.

💃🏻 🕺🏻 მე-11 მესამე კლასის მოსწავლეებმა: საბა სტურუამ და ანანო ტაბატაძემ სტუმრისა და აუდიტორიის თხოვნით ქართული ცეკვა შეასრულეს.

🎙️ ☕️ მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა მარეხმა დირექციას შესთავაზა ექსკლუზიური პროგრამები სკოლა - ლიცეუმ ,,პრომეთესთვის”, რომლებსაც სიურპრიზად დავტოვებთ.

🤍 🙏 მადლობას ვუხდით ჩვენს პოზიტიურ და გამოცდილ სტუმარს დროის გამონახვის, სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის, რომლითაც საკმაოდ დადებითად დაამახსოვრა თავი აუდიტორიასა და დირექციას.

🙏❤️🙏მადლობას ვუხდით ჩვენს პრეზიდენტს, ნუცა სამხარაძეს ინიციატივის გამოჩენის, შეხვედრის დაორგანიზების, დანაპირების ასრულებისა და იმ ახალი, გამორჩეული კავშირისთვის, რომლითაც სკოლა - ლიცეუმ ი ,,პრომეთე” და კანტის აკადემია პარტნიორები გახადა.